იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან მუსლიმებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 4 სამართალდამცავი და 20-მდე დემონსტრანტი დაშავდა. შემთხვევა, იერუსალიმში წმინდა ადგილებზე მოხდა, სადაც ყუბან-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით 80 000-მდე მუსლიმი სალოცავად შეიკრიბა. ისარაელის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ამასთანავე, შეტაკების დროს სამართალდმაცავებმა რამდენიმე დემოსნტრანტი დააკავეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები „ნაციონალისტურ მოწოდებებს“ აჟღერებდნენ და აგრესიით გამოირჩეოდნენ.