"შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსეობს სასმელი წყალი" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, სადაც ისაუბრა სპეციალურ ანგარიშზე - "წყალსა და სანიტარიაზრ უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში". მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია. "მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ დასწრებას" - განაცხადა ლომჯარიამ.