სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სახელმწიფო უწყებებისთვის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, 135 სატრანსპორტო საშუალების შეძენა 44 უწყებისთვისაა დაგეგმილი და ის არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის.
სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, სატყეო მეურნეობების მართვასთან, მთის კურორტების განვითარებასთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან.