სიმძიმის, სავსეობისა და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში, შეშუპება, ტკივილo, წყლულების გაჩენა - ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების ვარიკოზის ნიშნებია. ვარიკოზი 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და მე-10 მამაკაცს აღენიშნება."ავერსის კლინიკაში" ვარიკოზული ვენების მკურნალობა მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და მაღალეფექტური ვნუსის-ის პროცედურით ხდება, რომელიც წარმოადგენს კანქვეშა ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის სტანდარტული ოპერაციის ფლებექტომიის თანამედროვე ალტერნატივას, რომლის დროსაც დაავადებული ვენის გაუქმება ხდება მაღალი სიხშირის რადიოტალღოვანი აბლაციის აპარატის საშუალებით.
VNUS-მა მსოფლიო მედიცინაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა. VNUS-ის საშუალებით მკურნალობას აქვს უპირატესობები,რომელიც მას სხვა მეთოდებით ჩატარებული ოპერაციებისგან გამოარჩევს: სიმპტომების სწრაფი გაქრობა, ნარკოზის საჭიროების არ არსებობა, სტაციონარში ხანმოკლე ვადით დაყოვნება,ცხოვრების ჩვეულ რიტმში სწრაფი დაბრუნება და იდეალური კოსმეტიკური ეფექტი.
აღსანიშნავია,რომ VNUS(ვნუსით)-ით მკურნალობა უსაფრთხოა ორსულებში ასევე საუკეთესოა ვენური უკმარისობით გამოწვეული ტროფიული წყლულის სამკურნალოდ. გახსოვდეთ, რომ კანქვეშა ვენური უკმარისობა პროგრესირებს და მისი სიმპტომები მძიმდება თუ დროულად არ მოხდა მისი მკურნალობაგაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, ავერსის კლინიკაში სპეციალურად ქალბატონებისთვის 1 დან 31 მარტის ჩათვლით მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება ვნუსის პროცედურაზე.