საქართველო ახლა ემზადება სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის გასატარებლად და ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ამ მეოთხე რეფორმის ტალღა, როგორც ჩანს, შეჩერებულია, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ საუბრისას განაცხადა.კერძოდ, გადაცემის წამყვანი იოანე შაიშმელაშვილი დაინტერესდა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციით და მას შეფასება სთხოვა საქართველოშიმართლმსაჯულების ხარისხით. ამ კონტექსტში კითხვა შეეხებოდა ასევე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესაც.„არ მსურს შეერთებული შტატების მოსაზრება საქართველოს სასამართლოს რომელიმე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოვხატო, მაგრამ მსურს ამერიკის თანაგრძნობა გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომელთაც ვაჟები დაკარგეს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში.