თბილისის მერიის შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით განიხილება ოთხი სხვადასხვა ლოკაცია სადაც შესაძლოა მერია გადავა. ერთ-ერთ მათგანი აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ყოფილი შენობაა. არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მერიის ამჟამინდელ ლოკაციაზე სავარაუდოდ მაღალი კლასის სასტუმრო განთავსდება.