შესაძლოა საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდეს - ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლები ქალი აფხაზეთში გადასვლას აპირებდა - Palitra News

შესაძლოა საქმე ტრეფიკინგის ნიშნებს შეიცავდეს - ზუგდიდში მოწამლული 10 ბავშვის თანმხლები ქალი აფხაზეთში გადასვლას აპირებდა

2019-04-20 16:12:42+04:00

უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. უწყების ცნობით, მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი უკრაინის მოქალაქის შვილია. იგი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. შსს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე შეიცავდეს ტრეფიკინგის ნიშნებს, რაზეც დაიწყო გამოძიება.