თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებისა და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია,
მათი განცხადებით, არსებულ რთულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს ეკისრება, რადგან მათ არ გაითვალისწინეს მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის რეკომენდაციები.
„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვს. მათი თქმით, შესაძლებელია მეტრო გარკვეული პერიოდით გაჩერდეს, რათა არ მოხდეს ვირუსის უკონტროლო გავრცელება.