კვერცხის შესაღებად აუცილებელია გამოიყენოთ მხოლოდ ნატურალური საღებავები, რადგან საღებავის ნაწილაკები ნაჭუჭიდან მარტივად აღწევს შიგთავსში. საუკეთესო საშუალება კვერცხის შესაღებად ენდრო და ხახვის ფურცლებია, უმჯობესია თუ კი ენდროს ჯოხებს შეიძენთ და არ გააკეთებთ არჩევანს დაქუცმაცებულ საღებავზე, რადგან ასეთ შემთხვევაში ვერ იქნებით დარწმუნებული რომ საღებავი ნამდვილად ნატურალურია, ასევე ნუ ენდობით სხვადასხვა სახის, ასაწონ საღებავს, რადგან ფერის მდგრადობისთვის შესაძლოა მასში დიდი რაოდენობით ტყვია იყოს. ტყვია კი როგორც იცით, საკმაოდ საშიში ნივთიერებაა. დაფასოებული პროდუქტის შეძენის დროს კი აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ მასში საკვები საღებავი იყოს მოთავსებული, ეს ინფორმაცია ეტიკეტზე აუცილებლად იქნება მითითებული.