მერსედესის ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰემილტონი შესაძლოა 2021 წელს "ფერარიში" გადავიდეს. გავრცელებული ინფორმაციით მრბოლელსა და იტალიურ კომპანიას შორის შეხვედრა შედგა, რომლის დეტალებიც არ ხმაურდება. აღნიშნულ საკითხზე ფორმულა 1-ის ექვსგზის ჩემპიონმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მერსედესში ყველაფერი აკმაყოფილებს, თუმცა მომავალში რა იქნება არ იცის. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელის კონტრაქტი "მერსედესთან" 2020 წლის ბოლომდე გათვლილი.