აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას. პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, ჰარისის მამა იამაიკელია, დედა კი ინდოელი, რომლებიც ამერიკაში კამალას დაბადების მომენტში არალეგალურად იმყოფებოდნენ. „მე მოვისმინე როგორ ამბობდა ერთი ძალიან ცნობილი და კვალიფიციური იურისტი, რომ ის არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გადავამოწმოთ.“-განაცხადა ტრამპმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების უფლება მხოლოდ აშშ-ში დაბადებულ პირებს აქვთ. ამასთან, აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ყველა პირი ავტომატურად ხდება ქვეყნის მოაქალაქე.