ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდის შემდეგ კანონმდებლები თუთუნის ფასის მატებას აანონსებენ. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სიგარეტის გაძვირების გამო მოქალაქეები იაფფასიან პროდუქტის, ეგრეთ წოდებული თუთუნის მოხმარებაზე გადავიდნენ. შედეგად ქვეყანაში მწეველთა შემცირების დასახული გეგმა ვერ სრულდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სანამ ქვბეყანაში თუთუნის გაძვირებაზე მსჯელობაზე დაიწყება, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს თამბაქოს ჩანაცვლების მექანიზმები. ბრითიშ ამერიქან თობაქოს კორპორატიული დირექტორი ამბობს, რომ თუთუნის ანუ დაჭრილი თამბაქოს მოხმარება საქართველოში მართლაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზვიად სხვიტარიძის განმარტებით, ამავდროულად ქვეყანაში ამ ტიპის პროდუქციის ხარისხის კონტროლი არ ხდება. ცნობისთის, გასული წლის მიწურულს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ამასთან, 2019 წლიდან უფილტრო სიგარეტის აქციზი ღირებულება, ფილტრიანისას გაუთანაბრდა და ერთ კოლოფზე ლარსა და 70 ლარს გაუტოლდა.