ინფარქტის დროს, ადამიანის გულის ნაწილი კვდება - გულის უჯრედები აღდგენას ვეღარ ახერხებენ, თუმცა მეცნიერები საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პროცესი შექცევადი გახადონ. წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს.
გულის ნორმალური ფუნქციონირება მისი მკვებავი არტერიებისგან ჟანგბადის მუდმივ მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ ეს მკვებავი არტერიები დაბლოკილია, რამდენიმე წუთში გულის კუნთი კვდომას იწყებს. ამ დროს თუ ექიმებმა პირველი ერთი საათის განმავლობაში არტერიების გახსნა ვერ მოახერხეს, გაჩერებულ გულში ერთ მილიარდ უჯრედამდე კვდება. ადამიანებს, რომლებსაც ასეთი ინფარქტი აქვთ გადატანილი, ხშირად უჩივიან გულის უკმარისობას. ინფარქტიდან პირველი ხუთი წლის განმავლობაში კი მათი ნახევარი იღუპება.
გული ნაკლებად ხასიათდება თვითაღდგენადობით. გულის კუნთის უჯრედები წელიწადში 0.5%-იანი ინტენსივობით იყოფიან, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაიმე სერიოზული ზიანის შემთხვევაში გულმა თავი აღიდგინოს. მკვდარი უჯრედები მყარი ქსოვილის მქონე სქელი ფენებით იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ გულის ნაწილი უბრალოდ ფუნქციონირებას წყვეტს. რეგენერაციული მედიცინა, რომელიც ღეროვან უჯრედებს იყენებს, პაციენტისთვის ალტერნატივის შეთავაზება შეუძლია. ტარდება კვლევები, რომლებშიც სპეციალისტები დაზიანებული გულის ქსოვილის შეკეთებას ცდილობენ. სპეციალისტებს ქსოვილში შეყავთ უჯრედები, რომლებიც მოგვიანებით სხვადასხვა ტიპის უჯრედებად შეიძლება განვითარდნენ.