ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგი ვახტანგ ედიშერაშვილი "პალიტრანიუსის" გადაცემა "მკურნალში" განმარტავს, რომ ბარიატრიული ოპერაცია მხოლოდ ჭარბი წონის მქონე პაციენტებში არ კეთდება. მისი თქმით, ოპერაცია ისეთ პაცეინტებსაც უკეთდებათ, რომლებსაც დაბალი წონა აქვთ. ქირურგი აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში პოსტოპერაციული პერიოდის მართვა ნუტრიციოლოგის და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ხდება, რათა პაციენტის წონაში კლება მხოლოდ 15-20 კილოს ფარგლებში იყოს.