ენერგოომბუდსმენი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სპეციალური განცხადებით ეხმაურება. მისი განცხადება ეხება მოქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაზისა და დენის ჩაჭრა დაუშვებელია თუ ბინაში ვინმე ცხოვრობს.როგორც ენერგომბუდსმენი განმარტავს, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მხოლო ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევას ეხება და არ ვრცელდება ზოგადად აბონენტისა და ენერგოკომპანიის ურთიერთობებზე. მისივე თქმით, აბონენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კომუნალური მომსახურების შეწყვეტას გამოიწვევს.ენერგოომბუდსმენის განმარტებით, ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებელსა და გამანაწილებელ კომპანიას შორის ურთიერთობები რეგულირდება სემეკის მიერ დადგენილი ნორმატიული აქტით, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი ვალდებულია მიმდინარე გადასახადი დროულად გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია შეუწყვიტოს მომსახურება.