დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, გვიან შემოდგომაზე მარეგულირებელმა ორგანოებმა რამდენიმე ვაქცინა დაამტკიცონ.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით გარკვეული პროცედურებია გასავლელი.
პირველი ეპიდემიოლოგის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით საყურადღებოა მესტიის მუნიციპალიტეტი, ქობულეთთან და ყაზბეგთან დაკავშირებული შემთხვევები და გარდაბანი.