გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას პლეიოფში ჩაერთო და პირველი შეხვედრა სტუმრად, მეოთხეადგილოსანი „ხუვენტუტ ბადალონას“ წინააღმდეგ გამართა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ანგარიშით 68:100 დამარცხდა.
გიორგი შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 17 წუთი და 6 წამი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.