ევროთასის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ყაზანში დაძაბულ ბრძოლაში "უნიკსთან" 84:87 დამარცხდა. მთელი შეხვედრა ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, ორივე გუნდის კალათბურთელები მაქსიმალურად მოტივირებულები იყვნენ და შეხვედრაც ქულა-ქულაში წარიმართა. ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 22 ქულა 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა +26 შეადგინა, რაც თავის გუნდში საუკეთესო იყო. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ პიერ ჰენრი დასახელდა, რომელმაც 19 ქულა 8 შედეგანი გადაცემა და 6 მოხსნა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ უნიკახა ჯგუფში 7 მოგებით მეორე ადგილზეა.