გიორგი შერმადინის “უნიკახამ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და უიმედო მარცხი განიცადა. მალაგელები “ვალენსიას” სტუმრობდნენ და თითქმის 40 ქულიანი სხვაობით, 57:96 განადგურდნენ. ქართველმა ცენტრმა 17 წუთში 4 ქულა 3 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. “უნიკახა” 16 მოგებითა და 12 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დარჩა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, შინ, “სან პაბლო ბურგოსთან” გამართავს.