ფიბას ოფიციალურმა საიტმა ევრობასკეტ 2021-ის შესარჩევი ციკლის მე-2 ტური შეაჯამა და ტურის MVP-ის გამოკითხვაც მოაწყო. მე-2 ტურის ხუთეულში საქართველოს ნაკრების ორი კალათბურთელია თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი. შვეიცარიასთან გაბრწყინების შემდეგ, შერმადინმა დიდებულად ითამაშა სერბეთშიც. 23 ქულა, 11 მოხსნა და მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტი - 29. ასევე ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა მაკფადენმა, რომელმაც 31 ქულა და 7 პასი მოაგროვა. ტურის გუნდში მაკფადენისა და შერმადინის გარდა მოხვდნენ ჟონათან ტაბუ (ბელგია), ვიტალი ფრიდზონი (რუსეთი) და ეიმანტას ბენდზიუსი (ლიეტუვა).