19:30
17 აგვისტო, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
"შერლოკი" - ავტორებმა შესძლეს ლეგენდარული დეტექტივის ახალი და სრულიად განსხვავებული სახის შექმნა
28-06-2019

მართალია, შერლოკ ჰოლმსი ყველა დროის ყველაზე ხშირად ადაპტირებული ლიტერატურული პერსონაჟია, რომელსაც უამრავი ეკრანული ორეული გამოუჩნდა, მაგრამ "ემის" პრემიაზე ნომინირებული სერიალის "შერლოკის" ავტორებმა მაინც შეძლეს ლეგენდარული დეტექტივის ახალი და სრულიად განსხვავებული სახის შექმნა.

BBC-ის შედევრად წოდებული "შერლოკის" დაბადებას კიდევ ერთმა ცნობილმა პროექტმა, იმავე ტელეკომპანიის საკულტო სამეცნიერო-ფანტასტიკურმა სერიალმა Doctor Who-მ შეუწყო ხელი, როცა მისი ავტორები - სტივენ მოფატი და მარკ გეტისი კარდიფიდან  ლონდონში ხშირი მოგზაურობისას მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, თანამედროვე შერლოკ ჰოლმსის შექმნის იდეასაც განიხილავდნენ, თუმცა აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას რატომღაც ერიდებოდნენ. გადამწყვეტი ნაბიჯი მოფატის მეუღლემ - სიუმ გადადგა, როცა კოლეგები და ძველი მეგობრები სადილზე პიკადილიის მოედანზე, ცნობილ ბარში "კრიტერიონში" მიიწვია, სადაც ლიტერატურული პირველწყაროს თანახმად, ვატსონმა - ჰოლმსის პარტნიორმა და საუკეთესო მეგობარმა, პირველად გაიგო ლეგენდარული დეტექტივის არსებობის შესახებ. მეგობრები სწრაფად მიუხვდნენ გონიერ ქალბატონს მინიშნებას და ენთუზიაზმით შეუდგნენ ახალ სერიალზე მუშაობას.

AutoPlay
ედვარდ ბერგერის "პატრიკ მელროუზი" - "მელროუზი გულისამაჩუყებელი და მიმზიდველი, აუტანელი და გამაღიზიანებელი პერსონაჟია, რომლის მორევა ბენედიქტ კამბერბეტჩს შეუძლია"
09-08-2019
კინომუსიკა: "როკი"; "ლედი და მაწანწალა"
03-08-2019
სერიალი, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტები და ჩინელი ჩინოვნიკებიც კი დააინტერესა -"ოქროს გლობუსის" მფლობელი პოლიტიკური ტრილერი "ბანქოს სახლი"
02-08-2019
სერიალი, რომელიც 6 სეზონის მანძილზე 56-ჯერ იყო "ემის" პრემიაზე ნომინირებული - "სოპრანოს კლანმა" შექმნა ახალი ეპოქა და განსაზღვრა ე.წ. "ოქროს ხანა" HBO-ს ისტორიაში
26-07-2019
კინომუსიკა: "დედინაცვალი"; "მეფე ლომი"
20-07-2019
სერიალი, რომელიც 110 ქვეყანაში ნახეს, ემის 15 პრემია დაიმსახურა და გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა - უნიკალური ბრიტანული ისტორია "დაუტონების სააბატო"
19-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები