შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმაურება.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევის შედეგს. თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ძალისხმევას, რომ უახლოეს ხანში გათავისუფლდნენ და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა თანამოქალაქეებიც.