ორმა მეგობარმა, ფიზიკოსმა და ინჟინერმა, გამოიგონა სახალისო ოვალური ფორმის ტელეფონი, რომელიც, მათი თქმით, სხვა თანამედროვე სმარტფონებისგან განსხვავებით, რამდენიმე უპირატესობით სარგებლობს. როგორც ტელეფონის შემქმნელები ამბობენ, მისი მოსახერხებელი და ლამაზი დიზანი გაძლევთ საშუალებას, ის თავისუფლად მოათავსოთ თქვენს ჯიბეში ან თუნდაც ტანსაცმლის საყელოზე დაიმაგროთ, როგორც აქსესუარი. იდეის ავტორების თქმით, ის შედგება პატარა ციფრული ეკრანისგან და შეუძლია თითქმის ყველა ფუნქციის შესრულება, რაც თანამედროვე მობილურ ტელეფონებს შეუძლიათ, თუმცა ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ის სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს სმარტფონებს. მრგვალი ტელეფონის შემქმნელების თქმით, მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტელეფონის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს დამოუკიდებლად უწევს ტელეფონის აწყობა, რაც მას ახალ უნარ-ჩვევებს უვითარებს და ტელეფონის მექანიზმის გაცნობაში ეხმარება. გარდა ამისა, როგორც ამბობენ, თქვენ ასევე შეგიძლიათ საკუთარ ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცეთ და 3D პრინტერის მეშვეობით ტელეფონისთვის სასურველი კორპუსი დაამზადოთ და მასში ჩასვათ.