სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა შენობის ჩამონგრევას ნიუ დელიში. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით ნანგრევებში 50 ადამიანამდეა მოყოლილი. ადგილზე მაშველების 100-კაციანი ჯგუფია მობილიზებული. ტრაგედიის მიზეზების დადგენაზე გამოძიება მუშაობს.