2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა. კერძოდ, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მილიონ 378 ათას 100 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე სულ, 2 ათას 52 ნებართვა გაიცა.
„საქსტატის“ ცნობით, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50 პროცენტი თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. ხოლო შედარებით დიდი წილით გაცემულ ნებართვებში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსებია წარმოდგენილი.
ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624 ათას 400 კვადრატული მეტრი ფართობის 619 ობიექტი.