იტალიელებმა ეკოლოგიური მასალებისგან შენობა ააშენეს, რომელიც ჰაერს თვითონ ასუფთავებს. შენობას Palazzo Italia ეწოდება და მილანში მდებარეობს.შენობა დაფარულია პანელებისგან, რომელიც სპეციალური მასალისგანაა დამზადებული და რომლის მთავარი ამოცანა ჰაერის გაწმენდაა სმოგისგან, მტვრისა და მავნე ნივთიერებებისგან. ეს კი შესაძლებელია ტიტანის დიოქსიდისა და ჩვეულებრივი ცემენტის კომბინაციით. ეს შემადგენლობა პანელებში გასულ ჰაერს აზოტის ნაწილაკებისგან ასუფთავებს.