ევროლიგის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მიუნხენში "ბაიერნი" 80:71 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა 4 მოხსნა 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18-ს გაუტოლდა.
თორნიკეზე უკეთესი კოეფიციენტი მხოლოდ მასპინძელთა გუნდის კალათბურთელ გრეგ მონროს ჰქონდა - 29. "ბასკონიამ" ტურნირზე რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ვიტორიული კლუბი 11 მოგებით მე-13 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 1 მოგებაღა აშორებს და 6 მარტს ბერლინის "ალბას" უმასპინძლებს.