ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ მიმდინარე სეზონის საუკეთესო ათი მომენტის ვიდეო გამოაქვეყნა და აღსანიშნავია, რომ ხსენებულ ტოპ ათეულში პირველი ადგილი "ბასკონიას" ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას ერგო. საუბარია მიმდინარე სეზონში აქამდე ნაჩვენებ საუკეთესო ათ თამაშზე ევროლიგაში კალათბურთელების მიერ და თორნიკეზე ეფექტურად ლიგის მესვეურთა აზრით, ჯერჯერობით არავის უთამაშია. დაახლოებით 1 კვირის წინ ბასკონიამ საკუთარ მოედანზე ბასკონია, დროის ამოწურვამდე 40 წამით ადრე, შენგელიას ჩატენვით დაამარცხა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ნიკო მიროტიჩს გადაატენა და ეს მომენტი ევრლიგის სეზონის საუკეთესო ეპიზოდია.