ტრავმის შემდეგ შენგელია ნამდვილად კარგ ფორმაში დაბრუნდა. მისმა ბასკონიამ 27-ე ტურში ანდორას 84-82, ძალიან რთულ მატჩში მოუგო. ქართველმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა რა დროშიც 11 ქულა 9 მოხსნა 1 ჩაჭრა და 3 პასი მიითვალა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტმა +19 ქულა შეადგინა, რაც საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "ბასკონიამ" 20 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და "ბარსელონასა" და "რეალის" კვალად მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 აპრილს, შინ, "ფუენლაბრადასთან" ჩაატარებს. მანამდე, 16 აპრილიდან შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგის მეოთხედფინალში, მოსკოვის ცსკა-სთან სერიაში ჩაებმებიან.