შენგელიას მსგავსად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინმა, რომელიც თანამემამულის მსგავსად 18 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა. კუნძულელები ქალაქ მანრესას ესტუმრნენ და ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში, ადგილობრივი კლუბი დიდი სხვაობით 81-61 დაამარცხეს. ქართველმა ცენტრმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 18 ქულას და 9 მოხსნას ერთი ჩაჭრა და 1 დაფარება დაუმატა. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა ძალიან მაღალი +26 ქულა შეადგინა, თუმცა მაინც თანაგუნდელ სანტიაგო იუსტას ჩამორჩა და ვიცე ემ ვიპის სტატუსს დასჯერდა.