ევროლიგის მე-18 ტურში ქართველი კალათბურთელის გუნდმა, თორნიკე შენგელიას ბასკონიას სახლში თურქულ ფენერბახჩეს დაუპირისპიდა. მატჩში თავიდანვე თურქები დაწინაურდნენ და საბოლოოდ ესპანელი მეტოქეც 79-65 დაამარცხეს. ქართველმა ფორვარდმა საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა, მან 37 წუთში 21 ქულა 3 პასი 7 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. თოკოს მარგი ქმედების კოეფიციენტი +37 გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ბასკონია" 7 მოგებით მე-13 ადგილზეა და 15 იანვარს პეტერბურგში "ზენიტს" დაუპირისპირდება.