თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 33-ე ტურში თად მაკფადენის “ხუვენტუტს” 87:81 სძლია და 26 მოგებითა და 7 მარცხით, “ბარსელონასთან” ერთად, მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23 წუთში 6 ქულა 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო დარუნ ჰილარდი იყო, რომელმაც 24 ქულის მოგროვება შეძლო. ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარულ სეზონში ერთი ტური დარჩა, რომელიც 26 მაისს გაიმართება. ბასკონია ბოლო ტურში ვალენსიას დაუპირისპირდება, შემდეგ კი პლეიოფები დაიწყება.