ევროლიგის პლეი-ოფის მეოთხედფინალის სერიის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მოსკოვში ცსკა 78:68 დაამარცხა. ბასკური გუნდი თავიდანვე დაწინაურდა, პირველი ტაიმი 5 ქულით მოიგო, საბოლოოდ კი 10 ქულით იმარჯვა. თორნიკემ 22 წუთში 7 ქულა 5 მოხსნა 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. საქაღტველოს ნაკრების ნატურალიზირებული კალათბურთელის, მეთ ჯენინგის ანგარიშზე 3 ქულა და 2 მოხსნაა. შეგახსენებთ, რომ სერია 3 მოგებამდეა და შემდეგი მატჩები ვიტორიაში 24 და 26 აპრილს გაიმართება. თუ გამარჯვებული შემდეგ ორ შეხვედრაში ვერ გაირკვა, გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში ჩატარდება.