ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" გასვლაზე "მაკაბის" 81:79 მოუგო. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, მესამე მეოთხედის ბოლოს მაკაბი 10 ქულამდე უპირატესობას ფლობდა, თუმცა ქართველი ფორვარდის გუნდმა, ჩამორჩენის აღმოფხვრა და გამარჯვება შეძლო. თოკომ 31 წუთში 20 ქულა 5 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა, რითაც შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა მცველმა, მეთ ჯენინგმა 16 ქულა 2 პასი და 4 მოხსნა მოაგროვა, რითაც შეხვედრაში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. შეგახსენებთ, რომ ბასკონია 5 მოგებით და 7 მარცხით ევროლიგის მე-11 ადგილს იკავებს.