ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონიამ" მოსკოვში "ხიმკი" 85:77 დაამარცხა. ესპანელები თავიდანვე ფლობდნენ უპირატესობას, მათ პირველი ტაიმი 7 ქულით მოიგეს, მთელი მატჩის განმავლობაში კი მეტოქესთან მცირე უპირატესობას ფლობდა. შენგელიამ რომელიც აშშ-დან დაბრუნდა, ბარსელონასთან მიღებული მცირე დაზიანების გამო, ნიღბით ითამაშა. თოკომ 24 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა მოთამაშემ მეთ ჯენინგმა არასრულ 32 წუთში 12 ქულა 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ ბასკონია 7 მოგებით ევროლიგის მეათე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ესპანური კლუბი 4 იანვარს სტამბულში ფენერბახჩესთან გამართავს.