ევროლიგის პლეი-ოფის სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მოსკოვში 68:94 დამარცხდა ცსკა-სთან. ბასკურმა გუნდმა პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია არმიელებს, მესამე მეოთხედი კი 20 ქულით წააგო და საბოლოოდ 26 ქულით დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა არასრულ 19 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულმა მცველმა მეთ ჯენინგმა კი არასრულ 17 წუთში 5 ქულა 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მომდევნო შეხვედრა 18 აპრილს თბილისის დროით 21 საათზეა ჩანიშნული და მატჩი კვლავ მოსკოვში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სერიაში გამარჯვების მოსაპოვებლად გუნდს 3 მოგება სჭირდება.