ევროლიგის პლეი-ოფის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" საკუთარ მოედანზე ცსკა-სთან 77:84 დამარცხდა. სერიაში არმიული გუნდი 2:1 დაწინაურდა. მესამე შეხვედრა 26 აპრილს ისევ ვიტორიაში გაიმართება და თუ "ბასკონიამ" მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, მეხუთე გადამწყვეტი შეხვედრა მოსკოვში ჩატარდება. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე არასრული 19 წუთი გაატარა რა დროშიც 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მატჩუს საუკეთესო მოთამაშედ ცეესკელი ნანდო დე კოლო დასახელდა, რომელმაც 28 ქულა 5 პასს და 2 მოხსნას მოუყარა თავი.