თორნიკე შენგელიამ და ვირტუს ბოლონიამ იტალიის ჩემპიონობისთვის ფინალურ სერიაში ბრძოლა, წაგებით დაიწყეს და მილანის ოლიმპიასთან საშინაო შეხვედრა 4 ქულის სხვაობით დათმეს.
მეორე მეოთხედის ბოლოს ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ ანგარიშით 28:27 დასრულდა. მატჩის ბედის განმსაზღვრელი კი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც მილანელებმა 9-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. დასკვნით მეოთხედში ვირტუსმა იბრძოლა და თამაშის მიწურულს სხვაობა 2 ქულამდეც დაიყვანა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
თორნიკე შენგელია მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე გატარებულ 27 წუთში კი 11 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ფინალური სერიის მომდევნო დაპირისპირება 10 ივნისს გაიმართება და მასპინძელი კვლავაც ვირტუსი იქნება.