ლიგა ენდესის 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" 75:58 დაამარცხა.
ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე არასრული 25 წუთი გაატარა რა დროშიც 11 ქულა 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა. საუკეთესო ბომბარდირი გახდა გიორგი შერმადინი, რომელმაც 25 წუთში საკუთარ გუნდს 16 ქულა 9 მოხსნა და 1 პასი შესძინა.
ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი +20ს გაუტოლდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამ გამარჯვებით "ბასკონია" პლეი-ოფის ზონაში შევიდა, 12 მოგებით მე-8 ადგილზეა და 15 მარტს სტუმრად "ვალენსიას" დაუპირისპირდება. "იბეროსტარი" 14 მოგებით მეოთხე პოზიციაზეა და 14 მარტს "გრან კანარიას" შეხვდება.