კახა შენგელიამ საკუთარი კანდიდატურა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა.შესაბამისი განცხადება შენგელიამ, შიო ხეცურიანთან ერთად, "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. შენგელიას თქმით, მისი და შიო ხეცურიანის აზრები ბევრ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება.