ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 30-ე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ დარბაზში „მანრესა“ 82:71 დაამარცხა.„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ არასრულ 25 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო. შეგახსენებთ, რომ ბასკონიას 30 ტურის შემდეგ 23 მოგება აქვსწ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია. შემდეგი შეხვედრა 9 მაისსაა ჩანიშნული, სადაც ვიტორიული კლუბი გიპუზკოას შეხვდება.