"ლიგა ენდესას" ოფიციალურმა ვებგვერდმა ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის საუკეთესო ხუთეული შეადგინა, სადაც ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. თორნიკემ 30ე ტურში მანრესას წინააღმდეგ 14 ქულა 2 პასი 3 ჩაჭრა და 6 მოხსნა მოაგროვა. ქართველ ფორვარდთან ერთად ტომას ერტელი, ვალტერ ტავარეში, შეინ უიტინგტონი, და ომარ კუკი მოხვდნენ.