ესპანური “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მოედანზე გასვლას მინიმუმ 3 თვის განმავლობაში ვერ შესძლებს. თავდაპირველი ვერსიით, ქართველ კალათბურთელს მხოლოდ 3-4 კვირა იძულებით უქმობა ელოდა, ახლა კი, როგორც სჩანს, სიტუაცია დამძიმდა. შეგახსენებთ, რომ შენგელია ესპანეთის ლიგა ენდესაში მადრიდის “რეალთან” მატჩში დაშავდა და ახალი ვითარების თანახმად, ფაქტობრივად, ევროლიგის მთელს რეგულარულ სეზონს გამოტოვებს, ამას გარდა, ჩვენებურს ვერც ესპანეთის თასზე ვიხილავთ, რომელიც თებერვალშია დაგეგმილი. ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკეს საშუალო მონაგარი 12.7 ქულა, 4.5 მოხსნა და 2.0 პასი გახლდათ.