00:27
16 ნოემბერი, 2019, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
შენაერთი, რომელიც მწვანე ფერის ლაქებიან პომიდორშია, ნერვული სისტემის დაზიანებას და სიკვდილსაც კი იწვევს - როგორ ამოიცნობთ ნიტრატებიან კიტრსა და პიმიდორს?
06-05-2019

პომიდორი, რომელიც შიგნიდან გამოფიტულია, დიდი რაოდენობით ნიტრატებს შეიცავს, ასევე ნიტრატებიანია პომიდორი, რომელიც უკვე დამწიფებულია, თუმცა მასში თეთრი ძაფის მაგვარი ზოლებია. ბევრს გონია, რომ მწვანე თესლის მქონე პომიდორიც ნიტრატებითაა გაჯერებული, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა. კურკების ფერს, პომიდორის ჯიში განაპირობებს. ალბათ გინახავთ პომიდორი, რომლის ზედაპირიც თეთრი წინწკლებითაა დაფარული.  ასეთი პროდუქტი ხელოვნურადაა დამწიფებული და მასშიც სავარაუდოდ დიდი რაოდენობით ნიტრატები იქნება.  ასევე გასათვალისწინებელია, რომ კიტრში უფრო ადვილად კონცენტრირდება ნიტრატები, ვიდრე პომიდორში, ამიტომ კიტრის შეძენისას და მირთმევისას კიდევ უფრო დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ შეიძენთ არაბუნებრივად, ძალიან მუქი ფერის კიტრს, მასში დიდი ალბათობით დასაშვებ დოზაზე მეტი ნიტრატებია. კარგი პომიდორი ძირს დაგდებისას უნდა დაიჭყლიტოს, თუ პომიდორმა შეინარჩუნა ფორმა, ის არაბუნებრივი გზებითაა დამწიფებული. ასევე იცოდეთ, პომიდორს, რომელსაც არაბუნებრივი გამონაზარდები აქვს, არ არის სასარგებლო, რადგან მას ასეთი ფორმა ჰორმონალური პრეპარატების მეშვეობით აქვს მიღებული, რომლის მიღების შედეგადაც, მუტაცია განიცადა.

პომიდორის ყიდვისას მნიშვნელოვანია დააკვირდეთ ლაქებს, თუ მასზე მწვანე ფერის ლაქებია, მოერიდეთ ასეთ პროდუქტს, რადგან უმწიფარ პომიდორში დიდი რაოდენობით სოლანინია.

სოლანინი- ორგანული შენაერთი, შხამიანი ალკალოიდი, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს გულის რევას, ღებინებას, ტკივილს მუცლის არეში, ნერვული სისტემის დაზიანებას. დიდი დოზით სოლანინის ორგანიზმში მოხვედრამ, შესაძლოა ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.

პომიდორში არსებული სოლანინი ნეიტრალდება მაღალ ტემპერატურაზე, ასევე მაღალ ტემპერატურაზე ნეიტრალდება ნებისმიერი სახის პომიდორში  ნიტრატებიც.  გამომდინარე იქიდან, რომ კიტრს არ ვამუშავებთ თერმულად და ისე მივირთმევთ და ამასთანავე კიტრში ნიტრატების კონცენტრაცია მეტად ხდება, მის მიღებამდე საჭიროა თავის დაზღვევა და მასში ნიტრატების რაოდენობის შემცირება, რაც სახლის პირობებში შესაძლებელია. ბოსტნეულში ნიტრატების შესამცირებლად მოათავსეთ ისინი წყალში და დადეთ სინათლეზე, რაც უფრო დიდი ხანი იქნება ბოსტნეული წყალში მით მეტი ნიტრატები გამოვა მისგან, წყალში ყოფნიდან 2 საათის შემდეგ, ბოსტნეულიდან ნიტრატების დაახლოებით 25 პროცენთი გამოვა, რაც არც ისე ცოტაა.  კიტრის შემთხვევაში უმჯობესია გათალოთ ის, რადგან ნიტრატები ძირითადად მის კანში გროვდება.

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
გიორგი
09-07-2019
მაღალ ტემპერატურაზე ნიტრატები როგორ ინაქტივირდება? რაღაც არ მჯერა , იქნება განგვიმარტოთ???
ირმა
17-08-2019
ანუ, პომიდორი კარგად უძლებს, ადუღებას, ანუ თერმულ დამუშავებას, საჭმელში კარგია რა, ხოლო თუ ისე გინდათ წამა დიდი ხანი უნდა გქონდეთ წყალში, მერე გარეცხეთ, გააშრეთ და ისე შედეთ მაცივარში
მაია
06-05-2019
შეამოწმეთ და ნუ დაუშვებთ მის გაყიდვას.
სხვა სიახლეები