ზუგდიდში 144 დევნილისთვის ბინების გადაცემას დევნილთა ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. ბინის გასაღებები დევნილებს ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ზუგდიდში 7 ნგრევადი ობიექტი დაიხურა, ამ ობიექტებში მცხოვრებმა დევნილებმა, ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღეს. ახალაშენებულ კორპუსთან დღეს უკმაყოფილო დევნილებიც მივიდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბინების განაწილება უსამართლოდ მოხდა.