სუპერმარკეტების გერმანულმა ქსელმა “PLUS Supermarket“, თავისი ახალი კამპანიით, სახელწოდებით “იკვებე სწორად, იცხოვრე კარგად”, საზოგადოებას მოუწოდა, რომ ჯანსაღ კვებას პირდაპირი და პოზიტიური გავლენა აქვს ცხოვრებაზე. სარეკლამო სააგენტო “JWT Amsterdam-ის” მიერ შექმნილი ვიდეორგოლი ნამდვილი გამოვლინებაა იმისა, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს სწორი ცხოვრების წესი და როგორ მოქმედებს იგი ადამიანის ფსიქოლოგიაზე.ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგა NFL ასი წლისაა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, Super Bowl 2019-ზე აჩვენეს ვიდეორგოლი, რომელიც თამაშის საიუბილეო თარიღს ეძღვნება. ორწუთიანი რეკლამა სპორტულ ჟინს უკავშირდება, რაც მოთამაშეებს საყვარელი საქმის მიმართ აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, სტადიონზე არიან თუ საბანკეტო დარბაზში, ბურთის დანახვას ერთნაირი რეაქცია მოყვება. ამგვარად, სადღესასწაულო საღამოც კი, შესაძლოა, საფეხბურთო მოედნად გადაიქცეს, NFL-ის 44 ახლანდელი და ვეტერანი ფეხბურთელი კი, ერთი დიდი აურზაურის მონაწილე გახდეს.თამაში, რომელიც ასი წლისააGoogle-მა ხმოვანი ასისტენტის მორიგი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. წინა რგოლისგანგანსხვავებით, აქ, საკულტო ფილმ Home Alone-ის მთავარი გმირი – მაკოლეი კალკინი ირიბად მონაწილეობს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უყურებს „მარტო სახლშის“ ერთ-ერთი გმირი, ბანდიტ ჰარის როლის შემსრულებელი ჯო პეში Google-ს წინა სარეკლამო რგოლს, რომელშიც მაკოლეი კალკინი მონაწილეობს. ვიდეორგოლში ვიდეორგოლს ბანდიტი ჰარი მეგობრებთან ერთად უყურებს და ნოსტალგიური განწყობა აქვს.რა მოხდება, თუ შენს ერთ სიტყვას გარშემომყოფების ქცევისა თუ რთული სიტუაციების შეცვლა შეეძლება? რომ შეგეძლოს ერთი სიტყვით შექმნა შენზე მორგებული, იდეალური მინი სამყარო? Mercedes-Benz, თავის ახალ, A კლასის მოდელისთვის მომზადებულ ვიდეორგოლში ამ შესაძლებლობას გთავაზობს. შენ ოღონდ თქვი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა, რადგან, ახალი მოდელი ხმის ამოცნობის სისტემითა აღჭურვილი. მას შეუძლია იყოს შენი ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც შენი ერთ სიტყვაში ესმის. ვიდეორგოლზე სარეკლამო სააგენტო Merkley + Partners-მა იმუშავა.