„რუსთავი 2“-ის შენობაში მისულ არხის ახალ და ყოფილ გენერალურ დირექტორებს - პაატა სალიასა და ნიკა გვარამიას შორის შეკამათება მოხდა.გვარამიამ სალიასთან საუბარი არ ისურვა და განაცხადა, რომ აპირებდა მის კაბინეტში შესვლას, რაზეც არავის დასტური არ სჭირდებოდა, თუმცა სალიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „დასტური გჭირდება უკვე“.აღნიშნულმა გვარამია გააღიზიანა და სალია კოლაბორაციონიზმში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.აღნიშნულის შემდეგაც გვარამიასა და სალიას შორის შეკამათება კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. გვარამიას თქმით, პაატა სალია „რუსთავი 2“-ის შენობაში, „ქვეყნის დემოკრატიის დასამარხად მივიდა“.