ბოლშევიკების სისხლიან მძიმე ხელს, ვერც მხატვარი - სცენოგრაფი პეტრე ოცხელი გადაურჩა. მხატვარი რომელსაც, რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად, ქართული თეატრის აღორძინებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის. ქართული ავანგარდის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა, ირაკლი გამრეკელთან, კირილ ზდანევიჩთან და სხვა მხატვრებთან ერთად, სცენისა და კოსტიუმის დიზაინში, რევოლუცია მოახდინა. მისი ხანმოკლე ცხოვრება გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული თეატრის სცენოგრაფიისთვის. პეტრე ოცხელის მიერ 1920-30 იან წლებში შექმნილი სცენოგრაფიული მხატვრობა დღესაც, XXI - საუკუნეში, ისეთივე ავანგარდულია, როგორიც გასული საუკუნის დასაწყისში.