უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144- კაციან სიას დეპუტატები ეხმაურებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები ელენე ხოშტარია და რომან გოცირიძე საუბრობენ იმაზე რომ, კანდიდატთა სიმრავლე "ქართული ოცნებისთვის" ბევრს არაფერს ცვლის.
როგორც "ევვროპული საქართველოს" წარმოამდგენელი ელენე ხოშტარია აღნიშნავს, "ქართულ ოცნებას" კანონი საშუალებას აძლევს, უზენაეს სასამართლოში თავისთვის სასურველი და მორჩილი კანდიდატები დანიშნოს და ამ მხრივ კი სიტუაცია დეკემბრის მერე არ შეცვლილა. ხოშტარია შემხარავს უწოდებს იმ ფაქტს, რომ თადუმაძე უნდათ, გახდეს უვადოდ უზენაესი სასამართლოს წევრი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიზის განმარტებით კი ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.