თურქეთის ქალაქ აკიაზის აკვაპარკში მომხდარ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი და ორი ზრდასრულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტი ელექტროსადენების გაუმართავობამ გამოიწვია. აკვაპარკის მენეჯერი და მისი შვილი ბავშვების დახმარებას ცდილობდნენ, როდესაც დენმა მათაც დაარტყა. ხუთივე მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ჯგუფები, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აუზში ელექტორ სადენების დამუხტვის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.